LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Jeep-მა ახალი პროტოტიპების თიზერი გაავრცელა

62

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Jeep სოც-ქსელებში მომავალი თაობის ავტომობილების პირველი ფოტოსურათები გაავრცელა, რომელთა პრეზენტაციაც ყოველწლიური გამოფენის ”Moab Easter Jeep Safari” ფარგლებში გაიმართება.

2016 წელს ამერიკული ბრენდი უამრავ ახალ მოდელს წარადგენს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Jeep Wrangler Trailcat-ი იქნება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ავტომობილის ძირითადი შეფერილობა მწვანეა, ხოლო გაკრვეული დეტალები შავ ფერში გადაწყდება. გარდა ამისა, ადვილი შესამჩნევია ჰაერგამტარი კაპოტიც, რომელიც Jeep-ისთვის ნამდვილად დიდი სიახლეა.

ამასთანავე, ახალი თაობის Wrangler აღჭურვილი იქნება გადიდებული დისკებით, რომელიც მის გამავლობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

 

 

თუ სახელიდან Trailcat ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ავტომობილის კაპოტქვეშ მძლავრი აგრეგატი მოთავსდება. სავარაუდოა, რომ ეს იქნება 6,2 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალა იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ ძრავით უკვე სარგებლობს Dodge Charger-ი.

 

 

მეორე მოდელი, რომელიც აგრეთვე უახლესი ტექნოლოგიებითა და ძრავით აღიჭურვება, Wrnalger Crew Chief გახლავთ, რომელიც ერთი შეხედვით სამხედრო ავტომობილს წააგავს, თუმცა რა თქმა უნდა Hummer არ გახლავთ.

ახალი ავტომობილების პრეზენტაცია 19 მარტს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები