სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის საიჯარო ბრენდს „ემბიჯი რენთს“ (MBG Rent), რომელიც უკვე თითქმის 8 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, მომხმარებლისთვის რამდენიმე სიახლე აქვს როგორც მომსახურების, ისე პროდუქციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ კომპანიის ბათუმის ფილიალი ახალი ტექნიკით გაფართოვდა.
აღნიშნული სიახლეების შესახებ უფრო ვრცლად, გადაცემაში „ბიზნესნიუსი“, „ემბიჯი რენთის“ ტექნიკისა და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით შიხაშვილმა ისაუბრა:
„სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ახალი – მშრალი ბეტონის მოხვეწის მომსახურება დაგვემატა. ასევე გვემატება ე.წ. ხიმინჯების სანგრევი, რომელიც უკვე გზაშია და მალე იქნება საქართველოში. აქამდე, 99% შემთხვევაში, ეს სამუშაოები ძველი მეთოდებით მიმდინარეობდა, მოითხოვდა დიდ ადამიანურ ფიზიკურ ძალას და მოხარულები ვართ, რომ ამ რთულ სამუშაოს ჩავანაცვლებთ ბევრად უფრო მარტივი და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.
რაც შეეხება ბათუმის ფილიალს, ის 3 წელია, რაც გვაქვს, უბრალოდ, აქამდე მხოლოდ სამშენებლო ინვენტარი გვქონდა წარმოდგენილი, ახლა კი სამშენებლო ტექნიკაც დავამატეთ. მართალია, როგორც ტექნიკას, ისე სამშენებლო ინვენტარს ამ დრომდეც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაწვდიდით, მაგრამ აჭარაში დამკვეთისთვის ტექნიკის თბილისიდან მიწოდება იყო დამატებითი ხარჯი როგორც ფინანსური, ისე დროის თვალსაზრისით. იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული გამხდარიყო ჩვენი მომსახურების მიღება, ამიტომ დავამატეთ ბათუმის ფილიალში ახალთახალი ევროპული ტექნიკა – ყველა ტიპის (70 კგ-დან დაწყებული 500 კგ-მდე დამთავრებული) ე.წ. გრუნტის სატკეპნები, ნესტის შემწოვები (რომელთა საჭიროებაც დგას აჭარაში), წყლის ტუმბოები და სხვა წვრილ-წვრილი ტექნიკა.

და ბოლოს GESIPA-ს შესახებ, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორები გავხდით საქართველოში. GESIPA გერმანულ-შვეიცარიული, მოქლონებისა და დასამაგრებელი ხელსაწყოების მწარმოებელი №1 ბრენდია მსოფლიოში. მოქლონები და დასამაგრებელი ხელსაწყოები დაგეხმარებათ შექმნათ მდგრადი და ეფექტიანი სამუშაო კონსტრუქცია. მათი საშუალებით იზრდება წარმოების ეფექტურობა და მცირდება შრომის ხარჯები. პარტნიორობის ფარგლებში, GESIPA-ს წარმოებული პროდუქციის შეძენა საქართველოში მხოლოდ MBG Rent-ში შეგეძლებათ“.
(R)