კომპანია McLaren-მა წარმოადგინა ელექტროქარი, რომელიც სპეციალურად 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. სიახლე ჰიბრიდული სუპერქარის P1 მოტივებზე შეიქმნა.
ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 5 კმ/სთ-ია და ის აღჭურვილია კონდიციონერითა და სტერეოსისტემით, რაც საბავშვო სიმღერების მაღალი ხარისხით მოსმენის საშუალებას იძლევა.
სიახლე 485 დოლარი ღირს და გაყიდვაში ის 2016 წლის ოქტომბრის ბოლოდან გამოვა.