LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Royal Line მომხმარებელს სასაჩუქრე ნაკრებებს სთავაზობს

144

თბილისში ახალი სასაჩუქრე ნაკრების ორიგინალური და კრეატიული გაფორმების ონლაინმაღაზია გაიხსნა. როგორც მაღაზიის დამფუძნებელმა ერეკლე კაპანაძემ ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნა, კომპანია მომხმარებელს ათამდე დასახელების, ერთმანეთისგან განსხვავებულ შეფუთვას სთავაზობს.

მისივე ინფორმაციით, ძირითადი მიმართულებებია შოკოლადისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე ყვავილების სასაჩუქრე ნაკრები. თითოეული ყუთი არის განსხვავებული ფორმითა და დიზაინით.

”ჩვენი კომპანიის დაარსების მიზანი საყვარელი ადამიანისთვის ორიგინალური საჩუქრის მიძღვნა იყო. შოკოლადები, სასმელი, ყვავილები, სამახსოვრო ნივთები, ბარათები საინტერესო ტექსტებით – უამრავი რამ , რამაც შეიძლება ადრესატს ბედნიერება მოუტანოს”, – განცხადა კაპანაძემ.

Royal line-ის პროდუქციის დათვალიერება და შეძენა მომხარებელს მათი ოფიციალური Facebook-ის გვერდის საშუალებით შეუძლია (https://www.facebook.com/royal.line.royal/timeline ). მაღაზია კლიენტებს ასევე ადგილზე მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები