LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომპანიას აეკრძალა ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება” – რა ინფორმაციას ავრცელებს კონკურენციის სააგენტო USA2GEORGIA-ს შესახებ

132
Early Data Suggests Online Shopping Sales Will Hit $4.4B

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა USA2GEORGIA-ს საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ინფორმაციას მის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია – ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან.

„კერძოდ, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა – ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს. 16 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოში შემოსულია 107 განაცხადი, შესწავლა მიმდინარეობს 58 საქმეზე. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g