LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ტოპ სპიკერები ეწვევიან

121
კონფე

16-18 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ესტუმრება. სტუმრებს შორის იქნებიან სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გლობალური კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი – უილიამ ე. კოვაჩიჩი; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD – ტერესა მორეირა და OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი – ორი შვარცი.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ცხრა თემატური სესია გაიმართება, რომლებზეც ადგილობრივი და საერთაშორისო დარგის 50-მდე ექსპერტი კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელებს.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები