LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომპანიებიდან არავინ გამოთქვამდა სურვილს, ალბათ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება“ – როდის დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 

154
ing (5)

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ თქვა, „აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა იყო“.

„ვარკეთილის მეტროში სამუშაოები მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა იყო აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კომპანიები, არავინ გამოთქვამდა სურვილს, ალბათ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე. თუმცა, მოიძებნა კომპანია, რომელიც ასრულებს სამუშაოებს და ზაფხულის ბოლოსთვის რეაბილიტაცია დამთავრებული იქნება.

რაც შეეხება ავლაბრის მეტროს, პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. როდესაც არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი მოხდა, ძალიან მძიმე ავარიული მდგომარეობა იყო და ამიტომ, ცვლილების საჭიროება დადგა. ზაფხულისთვის უნდა დამთავრდეს თუ კიდევ რაიმე [არ მოხდა]“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები