შსს-მ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს.
დღეს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა. სავარაუდო კიბერშეტევაზე დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
კახა კალაძე: „კიბერშეტევა, საიდან, ვისი ჩართულობით და როგორ განხორციელდა, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს…“ – მერიის ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე ემსახურებოდა.
ცნობისთვის, მოქალაქეებმა დღის პირველ ნახევარში ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმად, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული.
ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგენილია.
ვიდეო: დილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერები ისმის – რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.