LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპლექსი აწუხებს, რომ სამარცხვინო და ბავშვების დასაცინი გახდა: რას ამბობს ნიკოლაძე ჟურნალისტის გავრცელებულ ფოტოებზე

5733
მირიანი 22

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გიორგი შაქარაშვილის საბედისწერო დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაბადების დღეებზე მყოფმა ბავშვებმა ბევრი რამ დამალეს. მან განსაკუთრებული ყურადღება ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ „ოქროს მოწმემ“ ჩვენება ბევრჯერ შეცვალა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ვიდეო: “აკი, დაბადების დღეზე ფოტოები და ვიდეო არ გადაგვიღიაო? არც შაქარას საქმეში დევს, რამდენი რამე დამალეს ამ ბავშვებმა!”

შეუძლია თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს საქმეში რაიმე შეცვალოს, ამ კითხვით მივმართეთ გარდაცვლილი ფებურთელის ოჯახის ადვოკატსა და გიორგის ბიძას მირიან ნიკოლაძეს.

მირიან ნიკოლაძე „ფორტუნას“ უყვება, თუ რატომ გადაწყვიტა ელისო კილაძემ საქმის „გამოძიება“. 

„როცა გაწუხებს კომპლექსი, რომ ქვეყანამ დაგცინა კარიკატურული გამოძიების გამო, ბოტასებზე მოგივიდა სერიოზული ჩავარდნა, სამარცხვინო, სასაცილო და თითითსაჩვენებელი, ბავშვების დასაცინი რომ გახდი, ახლა რაღაც ხომ უნდა გააკეთო. ბუნებრივია რაღაცისგან რაღაც უნდა შექმნა. წვალობენ, რომ რაღაცნაირად დამნაშავეების მხარე დაიჭირონ. რამენაირად იმ ხალხის გვერდში დადგნენ, რომლებმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.  ამას მხოლოდ ერთი რამის გამო აკეთებენ, რომ თეატრალური წარმოდგენების შემდეგ, (წყალში ყვინთვებსა და მსგავს სისულელეებს ვგულისხმობ), თავიანთი მრევლის თვალში კვლავ გამოჩნდნენ და რეაბილიტაცია მოახდინონ“, – ამბობს ნიკოლაძე. 

მისი თქმით, კილაძის განცხადებები სერიოზული განხილვის თემა ვერ გახდება.

„მე ვიცი გადმოცემით, რომ ფოტოგრაფმა არათუ შეცვალა ჩვენება, არამედ ყველაფერი დეტალურად დაადასტურა, რაც იყო.  ყველაფერი ადასტურებს იმას, რაც გამოძიებით დადგინდა. ეს მაპატიეთ და ფაფხური გამოწვეულია შინაგანი დანაკლისის გამო, რომ თვითონ გახდნენ სამარცხვინოები და ახლა ყველაფერს იკადრებენ. ოჯახი ველოდებით განაჩენს და პროცესებს თვალ-ყურს ვადევნებთ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი გარემოებებია, ვიდრე არსებობს ვინმე ბოტასა ჟურნალისტის განცხადებები“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ადვოკატის თქმით, კილაძეს და მის გუნდს გიორგის ოჯახის ტრაგედია არ აინტერესებთ და მხოლოდ სკანდალების დადგმით არიან დაკავებული. აქედან გამომდინარე, მათ გაცნცხადებებს საქმეში რაიმეს შეცვლა არ შეუძლია.

„ბუნებრივია საქმეში ეს ყველაფერი ვერაფერს შეცვლის. ჯერ ერთი, რაც ჟღერდება, ყველაფერი ტყუილი და სიცრუეა. მათი გამოგონილი ფაქტებია და ისეთი ფაქტები, რომელიც არაფერზე არ მეტყველებს.  ჩვენ ეს, კარგად გამიგეთ და აღარ გვაინტერესებს. იყო დრო, როცა გვაინტერესებდა იმ მხრივ, რომ გამოძიებაში სიახლე და გარდატეხა, რაიმე ელემენტი არ გამოგვრჩენოდა. არ გვინდოდა, უყურადღეოდ მოვკიდებოდით იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც საქმეს დააზიანებდა. მათ განცხადებებს მართლა ვაქცევდით ყურადღებას და მერე მივხვდით, რა კატეგორიის ხალხთან გვქონდა საქმე და მათი მიზანი რა იყო. მათ არც გიორგის ტრაგედია აინტერესებთ, არც მისი ოჯახის ტრაგედია აინტერესებთ და არც საქმეზე ობიექტურობის დადგენა აინტერესებთ. თქვენა ახლა ვისზეც მესაუბრებით, მათ არაფერი აინტერესებთ, საკუთარი სკანდალების, პოლიტიკური მიზნებისა და დაკვეთების გარდა“, – ამბობს ნიკოლაძე.

კითხვაზე, რატომ არიან ბრალდებულის ადვოკატები თავიანთ გამარჯვებაში დარწმუნებული, შაქარაშვილის ბიძა პასუხობს:

„ეს ბუნებრივი მოვლენაა. ბრალდებულის ადოკატია, ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და ადვოკატმა მისი ინტერესები უნდა დაიცვას. სხვა ახსნა ამას არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ბრლადებულ ხუთ ადამიანზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ამაში ოჯახი დარწმუნებულია. დედას და მამას სწამთ, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ბრალდებულების გაამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა ნიკოლაძემ ჩვენთან საუბარში.

“ვარაუდებზე სასამართლო განაჩენს ვერ გამოიტანს” – ადვოკატი დარწმუნებულია, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს გაამართლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g