LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისია: მაგთის ინტერნეტის გაძვირება კანონზომიერების ფარგლებს სცილდება

98

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს “მაგთიკომის” მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. კომისია განმარტავს, რომ მთავრობასთან მუშაობით მიღებული გადაწყვეტილებებით მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, “მაგთიკომი” სამომხმარებლო ტარიფების ზრდით აფინანსებს, ან გეგმავს დააფინანსოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შეთავაზებული მომსახურებები. მარეგულირებელი უწყება განმარტავს, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორს ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ ჰქონდა, რადგან მაგთიკომს კაუკასუს ონლაინმა საბითუმო ინტერნეტის მიწოდების ფასი შეუმცირა.

სატელეკომუნიკაციო კომპანია “მაგთიკომი” მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში მობილურ მომსახურებაზე დაბალი ტარიფებია და ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g