LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ შშმ პირებისთვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა

343
შშმ პირები

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა.

რეგულაციები მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ კონტენტი შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ.

შშმ პირების აუდიოვიზუალური ხელმისაწვდომობის წესის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლებისთვის აღნიშნული ვალდებულებები 2029 წლიდან შევა ძალაში და 2033 წლამდე, კოდექსითა და რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტების სრულად დანერგვა დაევალებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები