LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონგოში ებოლას ვირუსმა იფეთქა, გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

214
კნგო ებ

კონგოში ებოლას ვირუსით უკვე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეტენი ლონდოგომ განაცხადა, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ, ებოლას  ვირუსი ჰქონდათ.

კონგოში ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან.

A file photo of nurses caring for a suspected Ebola patient inside the Biosecure Emergency Care Unit (CUBE) at the Ebola treatment centre in Katwa, near Butembo, in the Democratic Republic of Congo, October 3, 2019

„ჩვენ ებოლას ახალი ეპიდემია გვაქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა.

„მზად ვართ მათ ვაქცინა და მედიკამენტები გავუგზავნოთ“, – დასძინა მინისტრმა.

ებოლას ახალი აფეთქების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმაც დაადასტურა.

„ეს აფეთქება ადასტურებს, რომ კორონავირუსი ერთადერთი არ არის, რაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას დაემუქროს“, – განაცხადა გებრეისუსმა.

გებრეისუსი კონგოს ხელისუფლების დასახმარებლად მზადაა.

 

A file photo of healthcare workers carry a coffin with a baby, suspected of dying from Ebola, in Beni, North Kivu Province of Democratic Republic of Congo, December 15, 2018

 

კონგოს ხელისუფლება წლებია ცდილობს, ებოლას ვირუსი ქვეყანაში საბოლოოდ აღმოფხვრას.

ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდებოდა. მაშინ ვირუსით 28 000 ადამიანი იყო დაინფიცირებული, 11 ათასი კი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები