LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Konica Minolta-სა და „AdWise ჯგუფის“ თანამშრომლობით საქართველოში ეტიკეტების ბეჭდვის ახალი ერა იწყება

176
MGI

„AdWise ჯგუფის“ სტამბამ თბილისში ეტიკეტების საწარმოებლად სრულიად ახალი სივრცე გახსნა, რომლის ტექნოლოგიებსაც ამჟამად კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს.

ღონისძიებას კავკასიის რეგიონში დიდი სტამბების მფლობელები და  მსხვილი შემსყიდველები დაესწრნენ.

ბექა ბუბუტეიშვილი, „AdWise ჯგუფის“ თანადამფუძნებელი: „ამიერიდან საქართველოში ეტიკეტების ბეჭდვის ახალი ერა იწყება. Konica Minolta-სა  და AdWise-ის თანამშრომლობით ახალი ციფრული ტექნოლოგიები დაინერგა, რომლებიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა, ჩვენს რეგიონში კი მხოლოდ საქართველოში“.

„Konica Minolta საქართველოს“ რეგიონალური დირექტორი რევაზ ჯამაგიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, განსხვავებულად და განსაკუთრებულად შეფუთონ პროდუქტი.

„დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ სივრცეში სრულიად განსხვავებული ბეჭდვის ტექნოლოგია შეიქმნა. ეს კი ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქტის განსაკუთრებულად შეფუთვის საშუალებას მისცემს“, – აცხადებს რევაზ ჯამაგიძე.

აღსანიშნავია, რომ ბეჭდვის ახალ სისტემას მნიშვნელოვანი მახასიათებლები აქვს, მათ შორის, აპლიკაციების გაფართოების შესაძლებლობა თეთრი ტონერით და ბეჭდვის გაუმჯობესებული  სისწრაფე – 39,9 მეტრამდე წუთში. გარდა ამისა, ხელსაწყო ხარჯსაც ზოგავს, რადგან ბეჭდვის ბევრად გამძლე და ხარისხიანი სისტემა აქვს, ამასთან, 4-5 ფერის კონფიგურაცია გააჩნია.

ვიქტორ აბერჟელი, MGI digital technology-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული სიახლით რეგიონში მოქმედი ბიზნესებიც ისარგებლებენ.

„ეს ძალიან საინტერესო და სპეციფიკური ტექნოლოგიაა და ამაყები ვართ, რომ ამ დანადგარის ინსტალაცია საქართველოში, კერძოდ, თბილისში მოხდა. ვიმედოვნებ, მას როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ფართო გამოყენება ექნება, რადგან ეს მართლაც მაღალი ტექნოლოგიაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში სულ რამდენიმე არსებობს“ – ამბობს აბერჟელი.

„Konica Minolta საქართველოს“ სერვისისა და IPP მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი გალუაშვილის თქმით, ბეჭდვის ახალი დანადგარის დახმარებით ბევრი შეზღუდვა წარსულს ჩაბარდება.

„AdWise“-ში დაინსტალირებული დანადგარები AccurioLabel 400 და MGI 3D web ქართული ბაზრისთვის ბეჭდვის სრულიად ახალი მოდელის შეთავაზებაა, რითაც წარსულს ბარდება ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა შეკვეთის შესრულების გრძელი ვადა, მოსწორების დიდი ხარჯები და შეზღუდვები ტირაჟის მოცულობასა და ტექნიკურ მონაცემებზე. დღეს და ახლა უკვე შესაძლებელია იმ მომავლის ტექნოლოგიების მიერ წარმოებული პროდუქციის დაბეჭდვა, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, დამზადებულს ყველა საწარმოო ციკლის გაციფრულებითა და მნიშვნელოვნად გამარტივებული საწარმოო პროცესების მეშვეობით“, – აღნიშნავს გიორგი გალუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „ტერა ლიზინგისა“ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ლევან გოგორელიანი, „ტერა ლიზინგის“ თანადამფუძნებელი:

„მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დანადგარი დავამონტაჟეთ. ეს ჩვენი პირველი პროექტია სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში და მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Konica Minolta და AdWise  ჯგუფი“.

Konica Minolta Business Solutions Europe წარმოდგენილია შვილობილი კომპანიებით და დისტრიბუტორებით ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 80-ზე მეტ ქვეყანაში. Konica Minolta Europe-ის მოგებამ 2022/2023 საფინანსო წელს 2.26 მილიარდ ევროს მიაღწია.

„AdWise ჯგუფი“  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიამ რამდენიმე მიმართულებით ისარგებლა, მათ შორის, სესხის და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტებით და შესაფუთი მასალის დასამზადებელი დანადგარების შეძენა შეძლო. „AdWise  ჯგუფი“ 2008 წელს შეიქმნა როგორც პატარა სარეკლამო სააგენტო და მას შემდეგ წლიდან წლამდე ვითარდებოდა, ვიდრე 2012 წელს პოლიგრაფიული საწარმო არ დააფუძნა. სწორედ „AdWise ჯგუფმა“ ჩამოიტანა პირველმა საქართველოში პირველი 6 ფერიანი ოფსეტური დანადგარი და ოფსეტური ბეჭდვა ციფრული სისწრაფით დაიწყო. ასევე, კოვიდპანდემიის მიუხედავად, 2021 წელს, „AdWise ჯგუფმა“ Konica Minolta-სთან თანამშრომლობით MGI-ს უნიკალური დანადგარი ჩამოიტანა და მოოქროებასთან დაკავშირებული კლიშეები წარსულს ჩააბარა. „AdWise ჯგუფი“ კვლავ წინ მიიწევს ახალი რევოლუციებისთვის პოლიგრაფიულ სფეროში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები