LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან, საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას აღარ მივცემთ: კობახიძე

86
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ არავის, მათ შორის, კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში  „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან, საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას აღარ მივცემთ,“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხებოდა.

კობახიძის აზრით, ერთი და იგივე ლობისტების მხრიდან, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა იყო.

„სამწუხაროდ, ცალკეულ შემთხვევებში ეს მცდელობა იყო წარმატებული. ჩვენ ქვეყანაში, ეს ხელს უწყობდა პოლარიზაციას. გახსოვთ უგულავას, რურუას, მელიას და ოქრუაშვილის შემთხვევა, ეს იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების უხეში მცდელობები.

ასეთი მცდელობები, საქართველოში ვეღარავითარ შემთხვევებში, წარმატებული ვერ იქნება. ჩვენ არავის, მათ შორის, კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან, საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას აღარ მივცემთ.

ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა“ , – განაცხადა კობახიძემ.

ღარიბაშვილი: მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და ბრძნულ რჩევებს გვაძლევს

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს „ტვიტერში“ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

ევროპარლამენტარის შეფასებით, პრემიერის ეს განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია

magti 5g