LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე – ირაკლი ჩიქოვანი

130
1DB21E9E-72D7-4698-9B67-2D49843F80B5-w1200-r1

“ამ კონკრეტული მომენტისთვის საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების წესებზე, შეზღუდვებზე და მის ხანგრძლივობაზე საუბარი ნაადრევია”,- ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბარში პერმიერ მინისტრის მრჩეველმა და მთავრობის პრესს სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.

„თავის დროს ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობოდა იმ სიტუაციას და ვითარებას, რომელიც ქვეყანაში არსებობდა პანდემიის თვალსაზრისით. ჩვენ ვიღებდით დასკვნებს და რჩევებს მედიკოსებისგან და ეპიდემიოლოგებისგან. ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მომავალშიც. ამ კონკრეტული მომენტისთვის საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების წესებზე, შეზღუდვებზე და მის ხანგრძლივობაზე საუბარი ნაადრევია. ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ თანმიმდევრულად“,- განაცხადა ირაკლი  ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში შესაძლოა კიდევ უფრო გახანგრძლივდეს.

 

პოპულალურები