საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკური პროფილის სტუდენტების დასაქმების მიზნით, სტაჟირების პროგრამას აცხადებს. სააგენტოს მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის სტატუსის და ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი სტუდენტები. სტაჟირების ხანგრძლივობაა 3-6 თვე.
სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]