LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენტუნარიანობის ინდექსით, საქართველო უსწრებს ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა: ჩინეთი და სინგაპური

91
10834547

საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის 7 – წლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს.

“GSC index 2020-ის რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზე გავიდა, შეფასების ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა: ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. 2012 წელთან შედარებით საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ცნობისათვის, GSC index 2013-ის მიხედვით, რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს 5 აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს (World Bank Indicator database, various UN agencies (UNDP, UNEP, UNICEF, FAO, WHO, WMO, www.data.un.org ), the International Monetary Fund (IMF), and other nongovernmental organizations (including Transparency International, Reporters without Borders, The New Economics Foundation, The Institute for Economics and Peace, The Fund For Peace, the Joint Global Change Research Institute). შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა. კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 59.3 ქულა მოიპოვა , მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა და გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, იტალია, სინგაპური საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და “, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g