LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსერვაციის რეჟიმზე გადასული აგარის შაქრის ქარხანა მარტიდან ამუშავდება

84
აგარა

აგარის შაქრის ქარხანა სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წლის 1-ლი მარტიდან განაახლებს სამუშაოებს, – ამის შესახებ ქარხნის დამფუძნებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც საწარმოო პროცეს ახასიათებს, ქარხანას წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის გაჩერება.

„რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, ქარხანა კვლავ სახელმწიფოს ხელშეწყობით 1-ლი მარტიდან განაახლებს სამუშაოებს და 1-ლი აპრილიდან სრული დატვირთვით ამუშავდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე“, – აღნიშნა ნათბილაძემ.

შეგახსენებთ, აგარის შაქრის ქარხანაში 500 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g