LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსილიუმის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად მიკერძოებულია: ირაკლი კობახიძე

84
ირაკლი კობახიძე

კონსულიუმის წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული. ამას თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის, საკუთარი საჯარო პოლიტიკური განცხადებებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, კონსილიუმის მიმართ ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ე.წ. დასკვნა, რომელიც მოამზადდა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილს აღარ აქვს პოლიტიკური მოთხოვნა, მისი ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით”

კობახიძის განცხადებით, ეს კონსილიუმის მიკერძოებულობის დასტურია.

“იმთავითვე ფეიკია ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსიულიმმა. როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, ეს ამ ეტაპზე არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ ფეიკდასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების“, – განაცხადა კობახიძემ.

magti 5g