ინტერნეტში უცნაური, ამავე დროს შემაშფოთებელი შეთქმულების თეორია ვრცელდება, რომელიც ბიონსეს ეხება. უფრო კონკრეტულად, მის საკონცერტო ტურნეებს, რომლებიც ყოველთვის ლეგენდარული არტისტების გარდაცვალებას ემთხვევა.
I Am… World Tour
ტურნემ სტარტი 2009 წლის მარტში აიღო – ამავე წლის ივნისში, მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა.
The Mrs. Carter Show World Tour
ტურნე 2013 წლის თებერვალში დაანონსდა – ამავე წლის 11 თებერვალს, უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა.
ერთობლივი მსოფლიო ტურნე ჯეი-ზისთან – On the Run
ტურნე 2014 წლის ივნისში დაიწყო – სოულ მუსიკის ლეგენდა, ბობი უომეკი, 2014 წლის ივნისში გარდაიცვალა.
The Formation World Tour
მსოფლიო ტურნე 2016 წლის აპრილში დაიწყო – ამავე დროს, პრინცი გარდაიცვალა.
ჯეი-ზისთან On the Run-ის სიქუელი
On the Run II Tour-ის კონცერტების სერია 2018 წლის ივნისში დაიწყო – აგვისტოში, სოულის დედოფალი – არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა.
Renaissance World Tour
ტურნემ სტარტი გასული წლის მაისში აიღო – 24 მაისს, როკ-ენ-როლის დედოფალი, ტინა ტერნერი გარდაიცვალა.