LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე ზარნაძე: 13 წლის მარიტა ამქვეყნიური ანგელოზი და ლაზარეს გადამრჩენელია

553
Untitled design (1)

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებული 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე აპარატიდან მოხსნეს და დამოუკიდებლად სუნთქავს.

ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა, რომელიც მოზარდის ოჯახის ახლობელია.

როგორც კლინიკასთან მყოფმა ზარნაძემ აღნიშნა, დღეს ლაზარემ მშობლების კითხვებს უპასუხა და წყალიც დალია.

მისივე თქმით, ბიჭის ახლობლები მადლობას უხდიან დევი მეზურნიშვილს, რომელმაც მოზარდი შადრევანიდან ამოიყვანა და ასევე მეგი ბანცაძეს, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწია:

„13 წლის მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი, იმიტომ რომ მან შეგნებულად გადაარჩინა მეგობარი, როცა დაინახა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ მარიტას ოჯახისთვის თუ რაიმე სახის შვება იქნება ეს, მარიტა ლაზარეს გადამრჩენელი იყო, შემდეგ მებაღე და ქალბატონი მეგი, ვინც პირველადი დახმარება გაუწია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ ის, რომ დღეს ლაზარემ მშობლების კითხვებს უპასუხა და წყალიც დალია. აპარატიდან მოხსნეს და დამოუკიდებლად სუნთქავს“, – განაცხადა ზარნაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღეს იაშვილის კლინიკიდან უკვე გაეწერა ერთი მოზარდი, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული მეორე დაშავებული მოზარდის, ლაზარეს მდგომარეობაც.

“სიცოცხლით სავსე იყო”.. “ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს ჩემპიონი რომ გახდა” – ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას მარიტას სკოლელები მივიდნენ

“მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ” – პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა

ნათია ფანჯიკიძე: „ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები რომ დადიან და სიყვარულის რწმენას გვაძლევენ, მხოლოდ ამიტომ ვგრძნობ თავს იმედიანად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g