კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს, 2 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო “ეკოსერვისის” თანამშრომელი დევი მეზურნიშვილია.
როგორც „ფორტუნას“ „ეკოსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, მებაღე თავს კარგად გრძნობს.
„ჩვენი თანამშრომელი დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებდა. როდესაც ამ ფაქტს შეესწრო, გაუჭირდა, მაგრამ შევიდა შადრევანში და ამოიყვანა 2 ბავშვი. ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარა… ამჟამად, თავად კარგად არის. ეკოსერვის ჯგუფის ერთ-ერთი მებაღეა“, – აცხადებს „ეკოსერვის ჯგუფის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ საუბრისას.
როგორც ირკვევა, დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში უფროსი მებაღეა.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე