„სამწუხაროდ, ბუნებრივია დღესაც მრავლადაა ავარიული კორპუსები თბილისში, მათ შორის გლდანშიც, საიდანაც მოსახლეობა არ გამოდის მიუხედავად იმისა, რომ სახლები სიცოცხლისთვის საშიშია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ზარნაძე წერს.
კონსტანტინე ზარნაძე თბილისში, „სადგურის მოედანზე“ კორპუსში მომხდარ ნგრევას ეხმაურება, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა.
ზარნაძემ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას უპასუხა.
ვიდეო: ვრცელდება კადრები, სადაც „სადგურის მოედანზე“ კორპუსის ნგრევის მომენტია ასახული
მედიაში მოქალაქე ავრცელებს კადრებს, სადაც „სადგურის მოედანზე“ კორპუსის ნგრევის კადრებია ასახული.
მისი თქმით, მერია არაერთხელ სთავაზობს ავარიული კორპუსებიდან ქირით გაყვანას, თუმცა უწყება კატეგორიულ უარს იღებს.
„სამწუხაროდ, ბუნებრივია დღესაც მრავლადაა ავარიული კორპუსები თბილისში, მათ შორის გლდანშიც, საიდანაც მოსახლეობა არ გამოდის — მიუხედავად იმისა, რომ სახლები სიცოცხლისთვის საშიშია. მერია არაერთხელ სთავაზობს ქირით გაყვანას, მაგრამ ვიღებთ კატეგორიულ უარს.
მარტივია კლავიატურასთან მორალისტობა, როცა საკუთარ თავზე არ გადაგხდენია ასეთი სიტუაცია. აბა, რა ვქნათ? პოლიციით გამოვასახლოთ?! მერე იმავე ხალხს დაიწყება ისტერიკა ადამიანის უფლებებზე, საკუთარი სახლებიდან ხალხს ყრიანო.
ისიც უნდა ითქვას პირდაპირ: ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა თბილისში საერთოდ არ არსებობდა 2021 წლამდე. სასაცილოა, როცა ამ თემაზე საუბრობს წინა მმართველობის წარმომადგენელი — ადამიანი, რომელსაც აზრადაც არ ჰქონია, რა უნდა ექნათ სიცოცხლისთვის სახიფათო შენობების შემთხვევაში. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც არ არსებობდა.
სახელმწიფო თავის ვალდებულებას ასრულებს და გააგრძელებს. მაგრამ როცა მოქალაქე თავად უარს ამბობს დაცვაზე და სიცოცხლის შენარჩუნებაზე პროცესი ძალზედ რთულდება“, – წერს ზარნაძე სოციალურ ქსელში.
⭕⬇ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ამბავი ვრცლად⬇
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
სამწუხაროდ, ბუნებრივია დღესაც მრავლადაა ავარიული კორპუსები თბილისში, მათ შორის გლდანშიც, საიდანაც მოსახლეობა არ გამოდის…
Posted by კონსტანტინე ზარნაძე • Konstantine Zarnadze on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025