LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის მმართველობის მოდელთან მოყვანის საქმეში წამყვანი როლი ირაკლი კობახიძემ შეასრულა – ღარიბაშვილი

62
ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძე

საქართველოს არც შიდა და არც გარე მტრის ტიპოლოგია არ იცვლება, მაგრამ იცვლება ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება.

„2012 წლის შემდეგ 9 წელი გავიდა და დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით, კონსოლიდირებული დემოკრატიით და მომავლის მკაფიო ხედვით შევხვდებით ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკოსნტიტუციურ  გამოწვევებს.

ამიტომაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დღეს ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება. ეს გახლავთ ჩვენი ქართველი ხალხის კონსენსუსი. კიდევ ერთელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა.

ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ნესტორ ხვინგიას შთამომავლები, რომელმაც დიდი რისკის ქვეშ დაბეჭდა კონსტიტუცია – ზურაბიშვილი

მისივე თქმით, ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ირაკლი კობახიძემ.

„2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფორმა, როგორიც იყო მისი ასი წლის წინამორბედი. ამიტომ, მინდა, მივულოცო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც დღეს საქართველოს პარლამენტის სახელით მიიღო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები