LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის შეცვლა, უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად, თუ არ აღმოაჩენთ, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერია” – სამადაშვილი კუჭავას

61
1

“ის ვალდებულებები, რაც თქვენ აღებული გაქვთ ამ შეთანხმებით, აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად.” – განაცხადა “ლელო -პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ეს არის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართა და აღნიშნა, რომ აინტერესებს, “რას გეგმავ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, “ქართულმა ოცნებამ” არ აღმოაჩინა, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერი იყო”.

სალომე სამადაშვილის თქმითვე, ისინი არ ფიქრობენ, რომ ხელი მოაწერეს რაიმეს, რაც არის არაკონსტიტუციური და აპირებენ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ეს შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შესრულდეს:

“მე მინდა, პირველ რიგში, დავაფიქსირო, რომ დღეს ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ესწრება ბიუროს სხდომას. ეს არის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აიღო 19 აპრილის შეთანხმების შედეგად. ალბათ, კახა კუჭავას და “ქართული ოცნების” სხვა წევრებს დღეს იმედი ჰქონდათ, რომ ბიუროს სხდომა ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე ჩაივლიდა, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ის ვალდებულებები, რაც თქვენ აღებული გაქვთ ამ შეთანხმებით, აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც უნდა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად.

მე ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რომ გაგვაცნოთ დღეს, ბიუროს სხდომაზე, შემდეგი რა არის ჩანიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, კომიკურად და საკუთარი თავის აბუჩად და მასხრად აგდებით, “ქართულმა ოცნებამ” არ აღმოაჩინა, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში.

ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, ხელი რასაც მოვაწერეთ, ვიცოდით. არ ვთვლით, რომ ხელი მოვაწერეთ რაიმეს, რაც არის არაკონსტიტუციური და ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და თქვენ ახლა ძალიან ფართოდ უსმენთ ყველას და ალბათ, საელჩოებსაც კარგად უსმენთ. მოუსმინეთ კარგად მათ საუბრებს, მე გირჩევთ და ერთმანეთს გაუზიარეთ, რომ იცოდეთ, რა გელოდებათ ამ შეთანხმების საბოლოოდ დარღვევის შემდეგ, საკუთარი მომავალი რომ განჭვრიტოთ უფრო ინფორმირებულად.” – თქვა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g