LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპა ამერიკაზე დამატებითი დრო არ იქნება

140

კოპა ამერიკის მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებში დამატებითი დრო არ იქნება, პირდაპირ პენალტები დაინიშნება.

თუკი მეოთხედფინალური ან ნახევარფინალური მატჩები ფრედ დამთავრდება, ფეხბურთელები პირდაპირ პენალტების სერიაზე გადავლენ. Fox Sport-ის ინფორმაციით, დამატებითი დრო მხოლოდ ფინალშია შესაძლებელი.

გადაწყვეტილება უკავშირდება ტურნირის ხანმოკლეობასა და მაღალ ტემპერატურას, რომელიც ივნისშია მოსალოდნელი. ეს შესაძლობლობას ფეხბურთელებს მისცემს ძალები შეინარჩუნონ.

წესები მკაცრდება ყვითელი ბარათების მიღებაზე. ამიერიდან ჯგუფურ ეტაპსა და მეოთხედფინალში მიღებული ორი ყვითელი ბარათის შემთხვევაში ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას მისცემენ.

საიუბილეო კოპა ამერიკის თასი, სენტენარიო დღეს იხსნება და 26 ივნისამდე აშშ-ს მოედნებზე ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები