LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენში ქართული ღვინო წარადგინეს

127
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი ექვსი საოჯახო მარანი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამოფენაში „RAW Wine Copenhagen“ მონაწილეობდა.

გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორიც ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი იყო, მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები და კომერციული სექტორის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო.

Dio magti 5g