ნათია თურნავას ინფორმაციით, კოპიტნარის რკინიგზის სადგური ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შემოდგომიდან დაუკავშირდება.
„ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მშენებლობის პროექტი შემოდგომის ტურისტული სეზონისთვის უკვე მზად იქნება,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
მისივე თქმით, პროექტი აქტიურია, შესყიდვები დასრულებულია და კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილია. სამუშაოები “საქართველოს რკინიგზამ” დააკონტრაქტა და ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს კომპანია “ინჟმშენი 96“ აშენებს.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეში ველოდებით სამუშაო პროცესის დასრულებას. ლოგიკური იყო რომ ჯერ დასრულდა ქუთაისის აეროპორტის მასშტაბური განახლება-გაფართოვების პროექტი. შემოდგომის ტურისტული სეზონისთვის ეს პროექტი იქნება მწყობრში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.