LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორძაიას ბრალდება სიცრუეა.ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

236
ფნფგფჰჰსბფ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნაძალადევში, გაყალებებული პირადობის მოწმობით ხმების გაყალბება ხდება, სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტო ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება სიცრუეა.

ჩვენმა დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი: თამარ კორძაია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში აღნშნულია, რომ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემით არის შეყვანილი და 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.

მათივე ცნობით, ახალი პირადობის აღების შემდეგ ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

„სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემით არის შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.

გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.

იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

magti 5g