LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეელი ტუროპერატორები საქართველოს სამთო კურორტებით დაინტერესდნენ

102

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სამხრეთ კორეიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ინფო-ტურის ფარგლებში, 11 კორეელი ტუროპერატორი საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმყოფებოდა. ტუროპერატორები საქართველოს კურორტებს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში სამხრეთ კორეელი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. სამხრეთ კორეელი ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული კულინარიით, სამთო კურორტებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით.

სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში, სამხრეთ კორეიდან საქართველოში 11 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 134%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g