LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონა და მსოფლიო: გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

81
3ea6ec28-1b9c-4cfd-a8a1-e7f2ad257bc2-640

მალე ერთი წელი გახდება, რაც მსოფლიო ახალი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და მისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვს ითვლის.

2020 წლის დასაწყისში ყურადღების ცენტრში ჩინეთი და მისი მონაცემები იყო. პანდემიური წლის დასასრულს კი, იმ ქვეყნის მონაცემები, საიდანაც ვირუსმა გავრცელება დაიწყო, თითქმის აღარავის აღშფოთებს.

მეტიც, მსოფლიოს სტატისტიკის მასშტაბურ ვებგვერდ Worldometer-ს თუ გადავავლებთ თვალს, დღეს ჩინეთი ჯამში 86 381 ინფიცირებულს აღრიცხავს, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა კი 12-ია.

საქართველომ ინფიცირების საერთო მაჩვენებლით ჩინეთს უკვე გაუსწრო – სულ დადასტურებული 93 092 შემთხვევითა და დღევანდელი 3 697 ინფიცირებულით.

შედარება და მიღებული განსხვავება საგანგაშოა და კიდევ უფრო საგანგაშოა ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობა.

დღეს კოვიდ 19-ით გარდაცვილთა რიცხვი მილიონს გასცდა და 1 355 147 შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსი გამოუვლინდა 56 მილიონზე მეტ ადამიანს, თუმცა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც პოზიტიურია – 39 მილიონზე მეტი.

როგორ ნაწილდება მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით?

პირველ ადგილზე აშშ-ია, როგორც შემთხვევების, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობით. შტატებში ვირუსი დაუდასტურდა 11 მილიონზე მეტ ადამიანს. ლეტალური შედეგი დადგა 256 262 შემთხვევაში.

ოთხეულშია ინდოეთი – 8 მილიონი შემთხვევით; ბრაზილია – 5 მილიონი ინფიცირებულით და საფრანგეთი – 2 მილიონი კოვიდდადებითით.

რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, იტალია, კოლუმბია და მექსიკა – თითოეულ ამ ქვეყანაში, ჯამში, ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g