LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონამაც შეიძლება ეს გამოიწვიოს” – კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით გამყრელიძე პედიატრებს მიმართავს

202
07D5BAB5-79F8-464B-92F7-CFD473718376-w1200-r1

კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა. ამირან გამყრელიძე პედიატრებს მიმართავს, რომ კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება.

რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს

„კავასაკის სინდრომზე მეც დამისვამს დაიგნოზი. მოგეხსენებათ, ეს სისხლძარღვოვანი დაზიანება ძირითადად სხვადასხვა ინფექციითაა გამოწვეული და მათ შორის კორონამაც შეიძლება ეს გამოიწვიოს. ალბათ უპრიანია, რომ კლინიცისტებმა და პედიატრებმა გასცენ პასუხი, რადგან ეს უფრო გვხვდება ბავშვთა ასაკში.

ეს შედარებით იშვიათი გართულება და სინდრომია და არა მგონია, რომ ჩვენს პედიატრებს შეეშალოთ, თუ ამ ტიპის ავადმყოფი იქნება. არსებობს ამ დაავადების მართვის პროტოკოლი. მივმართავ ჩვენს პედიატრებს, რომ მეტი ისაუბრონ კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით, რომლის კავშირი კორონავირუსის ინფექციასთან, ამის დიდი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ალბათობა არის, რადგან კორონაც ვირუსული დაავადებაა და მასაც შეიძლება ჰქონდეს კავასაკის სინდრომის გართულება ან მისი მსგავსი კლინიკური გამოხატულება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით ამუშავება იგეგმება, რაც ნიშნავს ტრანსპორტში მგზავრების მცირე რაოდენობას

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები