LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები დარჩება ხანგრძლივად? – გამყრელიძე განმარტავს

661
BeFunky-collage (4)

„სლოგანი, რაც დღემდე გვქონდა – „დარჩი სახლში“, თანდათანობით შეიცვლება სლოგანით, რომ „ვისწავლოთ covid-თან თანაცხოვრება“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-პრესკონფერენციაზე კითხვას იმის თაობაზე, თუ რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დარჩეს ქვეყანაში ხანგრძლივად.

აუცილებელი ტესტირების სამიზნე ჯგუფებს ტრაილერის მძღოლებიც დაემატებიან

„მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდ ხანს დარჩება. არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულების შიგნით, მაგრამ დახურულ სივრცეებში და შეკრებების დრო პირბადე დიდ ხანს დარჩება. სოციალური დისტანცირება, ასევე, დიდხანს დარჩება. ხომ ვიცავთ წესს მაღაზიებში შესვლისას – ძალიან კარგია ეს. თანდათან, ახლა სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება, როგორც ვიცი, იქაც ძალიან კარგად იცავენ წესებს – უზომავენ ტემპერატურას, არის ხელის სანიტაიზერები, შეიძლება ეს ყველაფერ არ გვსიამოვნებს, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება, ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე, ეს დანამდვილებით ვიცი და მერე ვნახოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 475 მოქალაქე.

 საქართველოში ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია – გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები