LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი გერმანიაშიც დაფიქსირდა

180
20190515172829

კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა როცხვი იზრდება. ახალი ტიპის ვირუსი გერმანიაშიც დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, ვირუსი ბავარიაში, მიუნხენიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ შტარნბერგში გამოვლინდა. მედიკოსების ამბობენ, რომ დაავადებული მამაკაცია, თუმცა მისი ეროვნება, სახელი და ასაკი არ სახელდება. მედიის ცნობით, დაავადებული პაციენტი იზოლირებულია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეამოწმეს ის პირებიც, ვისთანაც ინფიცირებულ მამაკაცს ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა.

კორონავირუსი, შესაძლოა, გლობალურ ეპიდემიად იქცეს, ხალხი მზად უნდა იყოს – ჰონგ-კონგელი ექსპერტი

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი გასული წლის ბოლოს ჩინეთში გამოვლინდა და დღეის მდგომარეობით მსხვერპლი 100-ზე მეტი ადამიანია. დაავადების ეპიცენტრი ცენტრალურ ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში მდებარე ქალაქი უხანია. მსოფლიო ჯანდაცვის მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი ადამიანს ცხოველებისგან გადაედოთ, ოფიციალური მონაცემებით კი კონკრეტულ რეგიონში ადამიანები ზღვის პროდუქტებისგან დაინფიცირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები