ადამიანთა რაოდენობა, რომელიც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, შესაძლოა, პოტენციურად ყოველ ექვს დღეში გაორმაგდეს, – ამის შესახებ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიცინის ხელმძღვანელი, ექსპერტი გაბრიელ ლიუნგი საუბრობს.
ლიუნგი ასევე აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც რეალურად ვირუსი უკვე აქვთ და სიმპტომები ჯერ არ გამოვლენიათ შესაძლოა 44 000 უტოლდებოდეს.
„ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, თუმცა მონაცემები, რომელიც ჩვენს ხელთაა, განგაშის საფუძველს გვაძლევს“, – განაცხადა ლიუნგმა.
მისივე თქმით, მან პეკინისა და ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ამის შესახებ ანგარიში უკვე მიაწოდა.
კორონავირუსი კიევში დაფიქსირდა
„დაივიწყეთ ქართული მისალმების წესი(გადაკოცნა)!“ – ინგა მამუჩიშვილი კორონავირუსისგან დაცვის გზებზე წერს
„ხალხი მზად უნდა იყოს, რომ ეს შესაძლოა, გლობალურ ეპიდემიად გადაიქცეს, თუმცა ამის თქმა დაზუსტებით არ შეიძლება… ჩვენ უკეთესად უნდა მოვემზადოთ“, – ამბობს მეცნიერი.
ცნობისთვის, კორონოვირუსით დაავადებულთა დადასტურებულმა რიცხვმა 2800-ს მიაღწია. ამ დროისათვის კი, გარდაცვლილია 81 ადამიანი.
რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს