LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი კიევში დაფიქსირდა

1527
koronavirusi-770x513

უკრაინული მედია, ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიულ ცენტრზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლითაც დასტურდება კიევში კორონავირუსის გამოვლენა. გასული წლის ბოლოს ჩინეთში აღმოჩენილი და შემდგომ გავრცელებული ვირუსის რამდენიმე ტიპი არსებობს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის მეცნიერთა ვარაუდით ადამიანს ცხოველებისგან გადაედოთ. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში ადამიანები აღნიშნული ვირუსით ზღვის პროდუქტებისგან დაინფიცირდნენ.

 

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს

რაც შეეხება უკრაინაში დღეს დადგენილ ვირუსს, ადგილობრივი მედიის ცნობით, ლაბორატორიულად დამტკიცებულია, რომ ეს არის კორონავირუსი, ოღონდ ეს ის ტიპი არ არის, რაც ჩინეთში გავრცელდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ორ შემთხვევაში დადგინდა გრიპი, მესამე პირთან დაკავშირებით კვლევები კი გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები