ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობა – VOC-202012/01 ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება,“ – განაცხადა ჰანს კლუგემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, წინა შტამებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.
რაც შეეხება პრევენციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ძირითად დამცავ საშუალებებად კვლავ სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადეების ტარებასა და შინ დარჩენას ასახელებს.