LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია” – ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი

650
11

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი მი ფენი აცხადებს, რომ  ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი მთლიანობაში უკვე გადავლილია.  მისი განმარტებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შემთხვევები ყოველდღიურად მცირდება. ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ჰუბეის პროვინციის ყველა ქალაქში, გარდა უხანისა, ბოლო დღეებში ინფექციის გამოვლენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

“კორონავირუსის გავრცელების პიკმა ჩვენს ქვეყანაში უკვე გადაიარა. ახალი შემთხვევები დაინფიცირებულთა შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო მცირდება. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში, უხანის გარდა, არ დაფიქსირებულა კორონავირუსით დაავადებულთა არცერთი შემთხვევა. ეპიდსიტუაცია ჩინეთში ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა ის მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზეა. ჩინეთი კვლავ განაგრძობს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ და ჩვენ ასევე ვაგრძელებთ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან” – აცხადებს მი ფენი.

უხანში 16-ვე დროებითი საავადმყოფო საზეიმოდ დაიხურა, ჩინელი მედიკოსები იტალიელების დასახმარებლად მიდიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g