ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებული 1318 ადამიანი განიკურნა, 11 დაავადებული გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 15-ით გაიზარდა. დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი კლების გამო, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უხანში, ბოლო დროებითი ჰოსპიტალი საზეიმოდ დაიხურა.
საავადმყოფო COVID-19-ით დაავადებულების მისაღებად იყო მოწყობილი სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებში.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში სტუმრობისას განაცხადა, რომ ჰუბეის პროვინციასა და უხანში დაავადების გავრცელება „შეჩერებულია.“
„ჩვენი შეფასებით, ახალი კორონავირუსი COVID-19 შეიძლება დახასიათდეს, როგორც პანდემია“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა
„მდგომარეობის სტაბილიზაციის და პროცესების ნორმალურ კალაპოტში ჩასადგომად ჰუბეისა და ვუხანში პირველადი წარმატება მიღწეულია“,-თქვა მან.
ცნობილი ხდება, რომ იტალიაში ჩინეთიდან მედიკოსები ჩავლენ. ექსპერტები ვირუსის დამარცხებაში ახლა უკვე იტალიელებს დაეხმარებიან.
ქვეყანაში მდგომარეობა დღითიდღე დრამატულად ვითარდება. ბოლო 24 საათში, იტალიაში, კორონავირუსით 196 ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში, იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს.
როგორ შეიცვალა ცხოვრება ჩაკეტილ იტალიაში (ფოტოები)
ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 2000-ით და ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ამჟამად იტალიაში კორონავირუსის დიაგნოზი დასმული აქვს 12462 ადამიანს. ლომბარდიაში, რომელიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა, ბოლო 24 საათში 149 ადამიანი დაიღუპა. იქ ინფიცირებულთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 1489 შეადგინა.
ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4630-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 68 216 პირი. სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 126 135 შემთხვევა.