კორონავირუსით ინფიცირებული 7 თვის ორსული, რომელიც ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.
“რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი.
როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ.