კორონავირუსით ბათუმში დედა-შვილი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა “ბაუში” დაფიქსირდა.
კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 54 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის სიცოცხლეც.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, დედა-შვილი აცრილი არ იყო.
ფოტო: Rustavi2