“პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი იტალიაში იმყოფებოდა.
“დილის 11 საათის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში 25 პაციენტი იმყოფება. 25 პაციენტიდან 11 პაციენტს გაუკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზს. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ანალიზი, აქედან 20 პასუხი უარყოფითია, მხოლოდ ერთია დადებითი პასუხი. განსხვავებით წინა სამი ფაქტიდან, მეოთხე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, სიტუაცია დადატურებულია ლაბორატორიულად, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. დაწყებულია მკურნალობა. წინა სამი პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. პაციენტი 44 წლისაა”, – აცხადებს ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა
ეზუგბაიას თქმით, პაციენტი საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რაც შეეხება პაციენტის ოჯახის წევრებს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, გამოკვლევები მათაც ჩაუტარდებათ.
იდენტიფიცირებულია ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 20-მდე პირი, მათ შორის თვითმფრინავის თანამგზავრები.