საქართველოში “კოვიდ 19”-ს კიდევ ერთი, მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა, სამშობლოში კი კვირას დაბრუნდა.
მას კორონავირუსული ინფექცია გუშინ ღამით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შემდეგ დაუდასტურდა.
ამირან გამყრელიძის შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მეტად საყურადღებოა.