კორონავირუსით დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
დეკანოზი იოსები, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.
„2021 წლის 14 ივლისს ახალი კორინავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოსები“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.