საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში უკვე 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსდა.
საქართველოში გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის იყო და თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.
„პაციენტი იყო 70 წლის, რომელსაც ჰქონდა მძიმე თანმდევი დაავადებები. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული დაავადება და კლინიკაში უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში შევიდა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 4399-ს მიაღწია. 62-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი 1705-მა ადამიანმა დაამარცხა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5390, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 640 ადამიანი იმყოფება.
ამ დროისათვის არ არის ცნობილი გარდაცვლილი პაციენტი რომელ რეგიონში მკურნალობდა.