კოვიდ 19-ის კიდევ 7 ახალი შემთხვევა საქართველოში – ინფიცირებულების რაოდენობა უკვე 589 -ს შეადგენს. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე წერია, რომ გამოჯანმრთელებულია – 215. კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528 პირი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსით ქვეყანაი 8 პირი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მათ კოვიდ 19-თან ერთად სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა.
stopcov.ge-ზე წერია, რომ საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია ჩვენი ქვეყნის 3 მოქალაქე.