მიუხედავად იმისა, რომ კორტნი კარდაშიანისა და სკოტ დისიკის ურთიერთობა 4 წლის წინ დასრულდა, ყოველ ჯერზე ისინი საპირისპიროს ამტკიცებენ.
არის თუ არა ვარსკვლავური წყვილი ერთად? – ამ შეკითხვაზე სატელევიზიო სახეები საჯაროდ საუბარს გაურბიან.
ამ დღეებში, პაპარაცებმა ექს-პარტნიორები კოსტა-რიკაზე დააფიქსირეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ისინი შვილებთან ერთად, არაჩვეულებრივ დროს ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად, კიმიც იმყოფებოდა, რომელსაც თან 6 წლის ქალიშივილი, ნორსი ახლდა.
შეგახსენებთ, რომ კორტნი კარდაშიანი და სკოტ დისიკი ერთად 2006-2015 წლებში იყვნენ. ისინი ორი ვაჟისა და გოგონას მშობლები არიან.