LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა, შვილო, რამდენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ კორტზეო…“

1059
მარიტა მეფარიშვილი ფოტო

ვაკის პარკის შადრევანში ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის ჩოგბურთელი გოგონას, მარიტა მეფარიშვილს ჰყავდა მეწყვილე, ნიტა სხილაძე. მისი დედა, შორენა კატაშვილი ჟურნალ „სარკეს“ მარიტას შესახებ ესაუბრა და აღნიშნა:

„მარიტა ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მხიარული, სიცოცხლით სავსე, არაამბიციური, უბრალო, ენერგიული და საოცრად პოზიტიური გოგონა იყო. ამხელა გამოცდილების მიუხედავად, ძალიან ბავშვური…

მამამისს 24 საათი კორტზე ჰყავდა. კორტზე რომ მიასვენეს, დამშვიდობებისას მამამ მარიტას უთხრა, შვილო, რამდენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ კორტზეო… სკოლის მერე ორივე შვილი მიჰყავდა იქ და ავარჯიშებდა. მარიტას და მასზე ერთი წლით უფროსია. არაჩვეულებრივი მამა-შვილობა ჰქონდათ“.

ნაცვლიშვილი: ბოდიში მარიტა, ბოდიში შვილო, ბოდიში!

სულ რამდენიმე ბავშვი გვყავს საქართველოში, ვისი იმედიც გვქონდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მარიტა იყო – ჩოგბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი

კალაძე: თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g