მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლი ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს და საფრანგეთის განვითრების სააგენტოს ერთობრივი სპეციალური ექსპერტული გამოკვლევა (Institutional Profiles Database (IPD) ინსტიტუციური პროფილების მონაცემთა ბაზა. კვლევა, რომელიც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციისაგან თავისუფლების დონე სამ პრობლემატურ საკითხთან მიმართებით:
-
კორუფცია ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის;
-
კორუფცია ადმინისტრაციასა და უცხოურ ბიზნესს შორის;
-
წვრილმანი კორუფცია ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის.
შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 75%-ი მიიღო, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეცამეტე პოზიციაზე მოხვდა.
საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა: ირლანდია შვეიცარია, ჰონგ კონგი, სლოვენია, კვიპროსი, ჩეხეთი, პორტუგალია, პოლონეტი, მალტა, ხორვატია, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, და ა.შ. ამასთან, საქართველო რეიტინგში გაუთანაბრდა ლიეტუვას და იაპონიას.