LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსმოსში ფრენისას კეტი პერიმ მომავალი ტურნეს ,,სეტლისტი” წარადგინა

136
10-potret-katy-perry-dan-kru-wan

კოსმოსში გატარებული რამდენიმე წუთი, კეტი პერიმ მომავალი ტურნეს პრომოუშენისთვის გამოიყენა.

საქმე ისაა, რომ მან ფრენისას The Lifetime Tour-ის ,,სეტლისტი” წარადგინა.

ცნობილი გახდა, რომ ტურნეს დროს არტისტი გასულ წელს გამოშვებული მეშვიდე სტუდიური ალბომის – 143 სიმღერების გარდა, შემოქმედების საკულტო ჰიტებსაც, მათ შორის: Dark Horse, California Gurls, Teenage Dream, Hot n Cold, I Kissed a Girl, Roar და Firework შეასრულებს.

კეტი პერი ერთ-ერთი იყო იმ 6 ქალს შორის, რომელთაც მონაწილეობა ჯეფ ბეზოსის საჰაერო-კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანიის – Blue Origin ექსკურსიაში მიიღეს. ეკიპაჟმა დედამიწის ატმოსფეროში 100 კილომეტრზე მეტი გაიარა და გადაკვეთა კარმანის ხაზი, რომელიც კოსმოსის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრად ითვლება. პერი ისტორიაში პირველი ქალი არტისტი გახდა, ვინც კოსმოსში იმოგზაურა. ამასთან, მან უწონადობაში ლუი არმსტრონგის 1967 წლის სიმღერა – What a Wonderful World იმღერა.

ფოტო/ვიდეო: ქალები კოსმოსს იპყრობენ! – პირველი კადრები ისტორიული მოგზაურობიდან

შეგახსენებთ, რომ The Lifetime Tour 23 აპრილს, მექსიკიდან დაიწყება.

კეტი პერი კონცერტებს ევროპაში გამართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები